განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
პოლიტიკა

რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა ფრიად არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველი ფალავანი ნაადრევად დამარცხდა და მედლის მოპოვების შანსი დაიკარგა. 55 კგ-ში კობა ქარუმიძე, 63 კგ-ში გიორგი ჭიკაიძე, 77 კგ-ში გიორგი გოგელაშვილი, 87 კგ-ში ლუკა კოჩალიძე და 97 კგ-ში საბა ფურცელაძე ვერცერთი შეხვედრიდან ვერ გავიდა გამარჯვებით.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა, სადაც ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. ასევე, უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ვარკეთილში.

7 ივლისი, 2026
სპორტი

ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] აშშ 1:4 ბელგია. გარსიამ ლიდერები უარყო და მოიგო! | Lelo.Ge

ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. რუდი გარსიას გადაწყვეტილებამ, რომ ძირითად შემადგენლობაში არ დაეყენებინა ლიდერი ფეხბურთელები, გაამართლა. შარლ დე კეტელერმა დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ფრონტზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის ომის დასასრულებლად საჭირო პირობებს. მისი თქმით, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

რა ანგრევს რუსეთის საბანკო სისტემას

ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსეთის საბანკო სექტორში „ფეთქებადსაშიში ვითარება“ შეიქმნა. ანალიტიკოსების აზრით, კრიზისის მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა იქცეს რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა „დინამიკური ეკონომიკის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში მას საბანკო კრიზისი უახლოვდება.

7 ივლისი, 2026
სპორტი

მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესს, სავარაუდოდ, ჟორჟე ჟეზუსი შეცვლის. მარტინესმა თანამდებობა ესპანეთთან მუნდიალზე მარცხის შემდეგ დატოვა. ჟეზუსი რონალდოსთან ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა.

7 ივლისი, 2026