სპორტი
ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩში ესპანელებმა უკეთ ითამაშეს, მეტი კონტროლი ჰქონდათ და მეტ საგოლე მომენტს ქმნიდნენ. გადამწყვეტი გოლი მერინომ გაიტანა ფერან ტორესის პასით.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც ამბობს, რომ ეს მისი ბოლო მუნდიალი იყო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი საუკეთესო შედეგი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ჩემპიონატში მონაწილეობას მეორე ხუთეული მიიღებს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ „მონაკოს“ 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა აშშ-ს. მწვრთნელმა რუდი გარსიამ თადარიგში დატოვა სამი ლიდერი, რაც გაამართლა და თამაშის გმირი შარლ დე კეტელერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე აშშ დაამარცხა და მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მწვრთნელმა რუდი გარსიამ თადარიგში დატოვა სამი ლიდერი, რაც გამართლდა. თამაშის გმირი შარლ დე კეტელერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
7 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე. მას 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება. ვენსის შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის მასშტაბური კონტრშეტევა „სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა“ აღმოჩნდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა ფრიად არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 55 კგ-ში კობა ქარუმიძე, 63 კგ-ში გიორგი ჭიკაიძე, 77 კგ-ში გიორგი გოგელაშვილი, 87 კგ-ში ლუკა კოჩალიძე და 97 კგ-ში საბა ფურცელაძე დამარცხდნენ.
7 ივლისი, 2026