განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პორტუგალია 0:1 ესპანეთი. უკეთესი თამაში, მეტი კონტროლი, მეტი შანსი... | Lelo.Ge

ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩში ესპანელებმა უკეთესი თამაში აჩვენეს, მეტად აკონტროლეს ბურთი და მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. გადამწყვეტი გოლი მიკელ მერინომ გაიტანა ფერან ტორესის პასით.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტობის" კანდიდატად წარადგინეს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად მარატ კამბოლოვი წარადგინეს. ის ერთადერთი დასახელებული კანდიდატია, რომელსაც მხარი თითქმის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ „ნიხასმა“ დაუჭირა. ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] აშშ 1:4 ბელგია. გარსიამ ლიდერები უარყო და მოიგო! | Lelo.Ge

ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. რუდი გარსიას გადაწყვეტილებამ, რომ ძირითად შემადგენლობაში არ დაეყენებინა სამი ლიდერი, გაამართლა. შარლ დე კეტელერმა, რომელიც ძირითადში რომ არ ყოფილიყო, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 54 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა. გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. მიმდინარე წელს ქვეყნიდან უკვე 2090 არალეგალი მიგრანტია გაძევებული.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

7 ივლისი, 2026
სამართალი

რას წერს აზერბაიჯანული მედია თბილისში მოკლული ქალის საქმეზე - ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს: დეტალები

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა თბილისში მოკლული აზერბაიჯანის მოქალაქის, ფატიმა ქერიმოვას საქმეს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ატარებს. გამოძიების მიხედვით, ქერიმოვას ბიძაშვილმა, ე. ალიევმა, რომელიც თურქეთში დააკავეს, ჯერ პასპორტი დაუხია შეყვარებულს, შემდეგ კი თავად გაგუდა. აზერბაიჯანის პროკურატურა საქართველოს გამოძიებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46 ადამიანი, რომელთაგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] 41 წლის რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალზე მისი ბოლო მატჩი იყო. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.

7 ივლისი, 2026