განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა ფრიად არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 7 ივლისს „მეორე ხუთეული“ გააგრძელებს.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

ქარხნები ბრიანსკში, ნავთობის საცავი ბელგოროდში - უკრაინამ რუსეთზე დარტყმის შესახებ განაცხადა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ორ ქარხანას, ხოლო ბელგოროდში აეროდრომის ნავთობის ბაზას. ეს 7 ივლისს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. შეტევა ექვსიდან შვიდი ივლისის ღამით განხორციელდა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

ორი გარიგება მეკარის პოზიციაზე ერთ დღეში - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ცვლილებებია

პსჟ-მ ერთ დღეში მეკარეების პოზიციაზე ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი 18 წლის იტალიელი კიპერი ალესანდრო ლონგონი დაიმატა, რომელსაც კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. ამავდროულად, კლუბი დატოვა 19 წლის იტალიელმა კარის დარაჯმა რენატო მარინმა, რომელიც 1-სეზონიანი იჯარით პორტუგალიურ "ნასიონალში" გაუშვეს.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46 ადამიანი, რომელთაგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] 41 წლის რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ, სავარაუდოდ, უკანასკნელად დატოვა მოედანი ცრემლებით. მან 6 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი საუკეთესო შედეგი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო. რონალდომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა, სადაც ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა. უხვი ნალექის გამო ვარკეთილშიც ქუჩები დაიტბორა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.

7 ივლისი, 2026
სპორტი

მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...

„ნაპოლი“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის შენარჩუნებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს 1 სეზონის გახანგრძლივების ოფციით ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური ანაზღაურება 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, აგენტს მეტი სურს და წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.

7 ივლისი, 2026