პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს.
განცხადება ქვეყნის მთავრობამ გააკეთა: „ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას, რომლის ერთგულია ჩვენი სახელმწიფო. მოცემულ საკითხში კანონმდებელი პირადადაა პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე და არავითარ შემთხვევაში არ ასახავს რესპუბლიკის მთავრობის ან პარაგვაის ხალხის პოზიციას.
მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას ადამიანის უფლებების დაცვის, ყველა ადამიანის თანასწორობისა და პატივისცემის იდეალების, ასევე რასიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობისა და სიძულვილისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ.
ამასთანავე, ის სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც შესაძლოა ამ სიტყვებმა შეურაცხყო, და კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას საფრანგეთის ხალხის მიმართ, რომელთანაც პარაგვაის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხანგრძლივი კავშირები აქვს“.
პარაგვაელმა დეპუტატმა ჯოანა ორტეგამ ამარილიას ნათქვამის გამო ფრანგ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სპორტში რასიზმის ადგილი არ არის, მოედანზე მეტოქეები არიან, მაგრამ მოედანს მიღმა ერთმანეთთან გაცილებით მეტი აერთიანებთ: პატივისცემა, ღირსება და ხალხებს შორის თანასწორობა.