პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა ფრიად არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ჩემპიონატში მონაწილეობას მეორე ხუთეული მიიღებს.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.
7 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალიევი კარიმოვას უზღუდავდა დამოუკიდებლად ცხოვრებას, კომუნიკაციასა და გადაადგილებას, რის შემდეგაც 25 ივნისს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, გაგუდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ცრემლებით დატოვა მოედანი. ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი მუნდიალზე, რითაც დასრულდა პორტუგალიის ფეხბურთის ისტორიაში დიდი ეპოქა. რონალდომ მონაწილეობა მიიღო 6 მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც მისი საუკეთესო შედეგი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რის გამოც საფრთხის დონე მაღალი იქნება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მეოთხედფინალში. მატჩის ბედი კომპენსირებულ დროში გადაწყდა, როდესაც მერინომ ფერან ტორესის პასით გაიტანა. ესპანეთი მეოთხედფინალში აშშ-სა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩში ესპანელებმა უკეთ ითამაშეს, მეტი კონტროლი ჰქონდათ და მეტ საგოლე მომენტს ქმნიდნენ. გადამწყვეტი გოლი მატჩის ბოლოს მიკელ მერინომ გაიტანა ფერან ტორესის პასით.
7 ივლისი, 2026