პაატა ღუდუშაური სოციალური ქსელით გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს სიტყვებს, თითქოს, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რომ ეს იყო სამუშაო პროცესი და რომ ფეხბურთელმა ვერ გაუძლო სპორტულ კონკურენციას.
აი, რას წერს ღუდუშაური: “პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. როგორც “იბერიას”, ასევე ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება.
მინდა გამოვეხმაურო ანდრეი დემჩენკოს კომენტარს. ეს იყო სრული სიცრუე. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი”.