← მთავარი
სპორტი

"საძაგელი ქალი ხართ... იცოდეთ, ამას არასდროს დავუშვებ!" - მბაპემ მის მიმართ პარაგვაელი სენატორის რასისტულ განცხადებას უპასუხა

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ სელესტა ამარილიას უპასუხა, რომელმაც “რეალის” ფორვარდის მისამართით რასისტული სახის განცხადება გააკეთა და მას მახინჯი კამერუნელი უწოდა.

27 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ასეთი სახის განცხადებები, მუნდიალზე პარაგვალეთა მიღწევებს აკნიკებს.

“ქალბატონო სელესტა, თქვენ საძაგელი და თანამდეობისთვის უღირსი ქალი ხართ. თქვენ არ წარმოადგენთ პარაგვაის, ქვეყანას, რომელიც მთელი შეჯიბრების განმავლობაში, ვნებასა და პატივისცემას ასხივებდა.

თქვენი უგუნურებისა და თავხედური რასიზმის გამო, მთელმა მსოფლიომ უკვე დაივიწყა ის გზა და ისტორიული ძალისხმევა, რაც თქვენმა მოთამაშეებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასწიეს.

ახლა ადგილი დაეთმო არაკომპეტენტურ ქალს, რომელიც თავისი ქვეყნის ყველაზე ცუდ იმიჯს ქმნის. იცოდეთ, არასდროს დავუშვებ, რომ მისნაირმა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელონ თავიანთი სიძულვილი და რასიზმი”, - ციტირებს მბაპეს BBC.

პარაგვაელი სენატორის განცხადებაზე დაუყონებლივი რეაგირება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამაც მოახდინა, რომელმაც გაკეთებულ კომენტარს ამაზრზენი და მიუღებელი უწოდა. FFF-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც გეგმავს.

შეხსენებისთვის, საფრანგეთმა პარაგვაი მუნდიალის მერვედფინალში 1:0 დაამარცხა. მატჩის მეორე დღეს კი პარაგვაელმა სენატორმა თქვა:

“კოლონიზებული კამერუნელი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, თავი ფრანგად წარმოაჩინოს. ამპარტავანი, გამდიდრებული და მახინჯი. მთელი მატჩის მანძილზე ნერვიულობდა და ისევე როგორც მთელი მისი გუნდი, საშინლად შეშინებული იყო. ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს და ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოიგეს.

ერთადერთი, რის გამოც ბევრმა შეიძლება პარაგვაის უსაყვედუროს ისაა, რომ მატჩის შემდეგ მას სახალხოდ არავინ გაულაწუნა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარული არ ვარ.

ბიჭმა წერაც კი ვერ ისწავლა, დედის რძის ნაცვლად ქოქოსის რძეს მიირთმევდა, ყველაზე განათლებული კი ვის შესახებაც სმენია, შიმპანზეები არიან. ორლანდო ხილს შუა თითი უნდა ეჩვენებინა”.

გეტყვით, იმასაც, რომ ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 10 ივნისს მაროკოს დაუპირისპირდებიან.

← მთავარი