"სომხეთიდან გარგარით სავსე კალათით დავბრუნდი, ბევრი მეგობრებს დავურიგე, დანარჩენი კი ჯემად ვაქციე - გარგარი სომხეთში ცვლილებების სიმბოლოა" - მარტა კოსი
ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე. გარგარი სომხეთში მიმდინარე ცვლილებების სიმბოლოა, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებზე სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობამ ხმა მისცა პარტიებს, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას ითხოვენ.
“რუსეთმა სცადა ხმის მიცემის პროცესზე გავლენის მოხდენა სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. თავის მხრივ, ევროკავშირი სომხეთს დაეხმარა ამ პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნით“, - აცხადებს ევროკომისარი.
მისი თქმით, გასულ კვირას სომხეთიდან გარგარის უზარმაზარი კალათით დაბრუნდა.
“ბევრი მათგანი მეგობრებს დავურიგე. დანარჩენი კი ჯემად ვაქციე. მეგობარმა ჯემს შეხედა და თქვა: „თავისუფლების ქილები“. ვფიქრობ, შესანიშნავი ფორმულირება იყო. როდესაც სუპერმარკეტში შესვლისას ყურადღება მიაქციეთ სომხურ გარგარს, ქლიავს ან ალუბალს. ეს შანსია, გააკეთოთ მცირე რამ სომეხი ფერმერების დასახმარებლად და მხარი დაუჭიროთ მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს“, - წერს მარტა კოსი.