← მთავარი
საზოგადოება

წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

6 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები კადრებს ავრცელებენ და წერენ, რომ დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დატბორილია. აღმაშენებლის ხეივანზე ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. დიდი დიღომში საზოგადოებრივ ტრანსპორტში წყალი შევიდა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც სამშენებლო ობიექტთან გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა.

უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა ვარკეთილშიც.

← მთავარი