საზოგადოება
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა სოფო შევარდნაძემ ზახაროვა „რუსული ციფრული დიპლომატიის” ჯილდოზე წარადგინა, მას „გულში განსაკუთრებული ადგილი” უდავა. ზახაროვამ კი შევარდნაძე „ლავროვთან პირველი სელფის” ავტორად მოიხსენია.
2 ივნისი, 2026
სამართალი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 42 წლის ქალი საკუთარი 7 წლის შვილის მოკვლის ბრალდებით დაკავებულია. პროკურატურა მას ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაატარებს და სასამართლოს პატიმრობის შეფარდებას მოსთხოვს.
2 ივნისი, 2026
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მთავრობა რუსეთის შეზღუდვებით დაზარალებულ კომპანიებს სუბსიდირების პროგრამებით დაეხმარება. განცხადება გაკეთდა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
2 ივნისი, 2026
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა დანაშაული „აღიარეს და მოინანიეს” — შეთანხმების გაფორმებისთანავე ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
2 ივნისი, 2026
მსოფლიო
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, რომელსაც მომავალ კვირას შეიძლება დაეთანხმონ, „ლუკოილისა” და „როსნეფტის” წინააღმდეგ ღონისძიებებს და ჩრდილოვანი ფლოტის სიის გაფართოებას გულისხმობს. ასევე განიხილება პატრიარქ კირილეს სანქციების სიაში შეყვანა.
2 ივნისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის მარტიდან ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს. ლეონიძის ქუჩის ყოფილ ეროვნული ბანკის შენობაში მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა.
2 ივნისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ფედერალური საბინაო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ პულტი დანიშნა. სადაზვერვო გამოცდილების მქონე პულტი ორ თანამდებობას შეუთავსებს.
2 ივნისი, 2026
მსოფლიო
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ევროკავშირის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა წარადგინა. ინიციატივა მოდის მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხური საქონლის იმპორტი შეზღუდა.
2 ივნისი, 2026
სპორტი
ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი, ვინც ხვიჩა კვარაცხელია ლოკომოტივ მოსკოვში 18 წლისას მიიღო, „სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელს მსოფლიოს საუკეთეს მარცხენა ფლანგელ ფეხბურთელად ასახელებს — ვინისიუსზე უკეთესად.
2 ივნისი, 2026
პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში მმართველ გუნდში შიდა კლანური დაპირისპირებაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება.
2 ივნისი, 2026