სპორტი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გერმანულ გამოცემა "ბილდთან" მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატსა და ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მაიკლ ოლისეს, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატად ასახელებს.
2 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზებს. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე იტალიას, ბელგიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ტურნირისთვის შემადგენლობას კაპიტანი სოსო მათიაშვილი უბრუნდება, დებიუტანტი კი ბექა სამსიანი იქნება.
2 ივლისი, 2026
სამართალი
აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, 3 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მშობლები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვს მშობლების გულგრილობის გამო განუვითარდა ინფექცია და ანემია. მშობლებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ალექსანდრე დუგინი მიიჩნევს, რომ კიევზე ღამით მიტანილი დარტყმები დამაჯერებელი იყო და ეს ქმედებები მზარდი ინტენსივობით უნდა გაგრძელდეს. მისი აზრით, აუცილებელია დასავლეთთან სრულფასოვან ესკალაციაში შესვლა და სიმეტრიული მონაწილეობის ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში, წინმსწრებად და მოულოდნელად მოქმედება.

პოლიტიკა
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, 2007 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კადიროვი 28 ივნისს მოსკოვში გამართულ „ერთიანი რუსეთის“ ყრილობას არ დაესწრო. 2007 წლიდან კადიროვი მუდმივად ხელმძღვანელობდა პარტიის ჩეჩნეთის რეგიონულ სიას, თუმცა მანდატს არასდროს იღებდა.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს. მისი განცხადებით, რაც უფრო მეტად უტევს მოსკოვი სამოქალაქო მოსახლეობას, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს სანქციები.
2 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16-ფინალში ინგლისმა დრ კონგოს ნაკრები 2:1 დაამარცხა. ბრაიან სიპენგას გოლით კონგოელები დაწინაურდნენ, თუმცა ჰარი კეინის დუბლმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კეინი დასახელდა.
2 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ ბუნდესლიგის კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს. 28 წლის მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. „კიოლნი“ „ნიურნბერგს“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
2 ივლისი, 2026