სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას თავდასხმასთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.
2 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16-ფინალურ მატჩში ინგლისმა დრ კონგო 2:1 დაამარცხა. ჰარი კეინმა დუბლით იხსნა ინგლისის ნაკრები სირცხვილისგან, მას შემდეგ რაც ბრაიან სიპენგამ კონგოელები დააწინაურა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კეინი დასახელდა.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე.
2 ივლისი, 2026
სპორტი
"შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა არდა თურანმა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რონალდო მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა მესი სხვა პლანეტიდანაა. თურანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვინმე რონალდოს უპირატესობას მიანიჭებს მესისთან შედარებისას, მასთან ფეხბურთზე საუბარს შეწყვეტს.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.
2 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუსტარულად მოწყობილი ნარკოლაბორატორია გამოავლინა, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მზადდებოდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 4 პირი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ასევე, მისი დამზადებისთვის საჭირო ნივთიერებები და ფული.
2 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16-ფინალში ბელგიამ სენეგალთან დრამატულ მატჩში იმარჯვა. "ტარანგას ლომებმა" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბელგიამ ძირითადი დროის ბოლოს შეძლო ანგარიშის გათანაბრება. დამატებით დროში კი იური ტილემანსის პენალტით ბელგიამ მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
2 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრის შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება, რომელიც რეიტინგში 102-ე ადგილზეა. ბოლქვაძემ ტურნირის მთავარ ბადეში გასასვლელად სამი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ პირველ წრეში ხორვატი დონა ვეკჩი ჩამოიშორა გზიდან.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 86 ადამიანი. ნგრევა განსაკუთრებით მძიმეა დესნიანსკის რაიონში, სადაც 9-სართულიანი სახლის ექვსი სართული ჩამოინგრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული შეტევების საპასუხოდ.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
The New York Times-ის კვლევის თანახმად, რუსეთისა და უკრაინის დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა. ანალიზის მიხედვით, რუსეთის დანაკარგები დაახლოებით 1,4 მილიონს შეადგენს, ხოლო უკრაინული დანაკარგები 525 000-დან 625 000-მდე მერყეობს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მაღალი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი წინსვლის შენელების წინაშე დგას.
2 ივლისი, 2026