← მთავარი
სპორტი

კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა

41 წლის ნახევარმცველ სანტი კასორლას „ოვიედოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია, პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო, აგრეთვე „რეკრეატივოში“, „მალაგაში“, „არსენალსა“ და „ალ სადში“ თამაშობდა.

სანტიმ „არსენალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ის ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი - ეროვნულ გუნდში 81 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

← მთავარი