სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრის შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება, რომელიც რეიტინგში 102-ე ადგილზეა. ბოლქვაძემ ტურნირის მთავარ ბადეში გასასვლელად სამი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ პირველ წრეში ხორვატი დონა ვეკჩი ჩამოიშორა გზიდან.
2 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუსტარულად მოწყობილი ნარკოლაბორატორია გამოავლინა, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მზადდებოდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული 4 პირი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ასევე, მისი დამზადებისთვის საჭირო ნივთიერებები და ფული.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.
2 ივლისი, 2026
სპორტი
აშშ-მ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბოსნია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩი აშშ-ს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა 64-ე წუთზე ფოლარინი გააძევეს და გუნდი 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, აშშ-მ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
2 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს თბილისის „იბერია 1999“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება ქუთაისელებმა იზეიმეს და მეოთხედ მოიპოვეს ეს ტიტული. მესამე ადგილისთვის მატჩში კი თბილისის „დინამომ“ გორის „დილა“ დაამარცხა.
2 ივლისი, 2026
სამართალი
აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, 3 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მშობლები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვი მძიმე უგულებელყოფის პირობებში ცხოვრობდა, რამაც ინფექცია და ანემია გამოიწვია. მშობლებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2 ივლისი, 2026
სპორტი
ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპის გათამაშებაში მიიწვიეს და მომდევნო სეზონში C ჯგუფში ითამაშებს. ჯგუფი საკმაოდ რთულია და მასში უელსური „ოსფრიზი“, შოტლანდიის „ედინბურგი“, ინგლისური „ჰარლიქვინზი“ და ფრანგული კლუბები „ტულონი“ და „ვანი“ არიან. ტურნირში საპრემიო ქულის დარიცხვის წესი და ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის სისტემა შეიცვალა.
2 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევაში გამართულ საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდზე რუსეთმა კვლავ მოითხოვა საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება. მოსკოვი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისა და გაეროში დევნილთა შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ექიმები ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მოსალოდნელ სამედიცინო კრიზისზე საუბრობენ. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე 2295 ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე კი დაკარგულად ითვლება. ჰუმანიტარული ორგანიზაციები აფრთხილებენ, რომ თუ ვითარება არ გაკონტროლდება, დაავადებების გავრცელება კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს.
2 ივლისი, 2026
სპორტი
ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, ტონი კროოსის განცხადებით, გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. მისი თქმით, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, თუმცა ისინი ჯერ მსოფლიო დონის მოთამაშეებად არ ითვლებიან.
2 ივლისი, 2026