პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობა“ „აგენტურის ჯგუფად“ შეაფასა. მისი თქმით, პარტია საკუთარი დესტრუქციული და ანტიეროვნული ქმედებებით იქცევს თავს მათხოვრად. მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფია, რომელიც გაცვეთილი პოლიტიკური სახეებითაა დაკომპლექტებული.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აპირებს, მოუწოდოს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად უტევს მოსკოვი სამოქალაქო მოსახლეობას, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს სანქციები.
2 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფიდან გერმანიის ნაკრების სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, ბუნდესნაკრების მიმართ კრიტიკა არ წყდება. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, ტონი კროოსის თქმით, გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს.
2 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.
2 ივლისი, 2026
სამართალი
თამარ ლორთქიფანიძემ, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს ანტისახელისუფლებო აქციის დროს პოლიციის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, რვა თვე უკვე წინასწარ პატიმრობაშია და საპატიმროს ოთხ თვეში დატოვებს. თავდაპირველად მას „ხულიგნობის“ ბრალდება წაუყენეს, მოგვიანებით კი ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის მუხლებით გაასამართლეს.
2 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული „ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“.
2 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ ბუნდესლიგის კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს. 28 წლის მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „კიოლნი“ „ნიურნბერგს“ ფეხბურთელში 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
2 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიაში მიმდინარე ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ლუიზა მეიერი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საბა ფურცელაძემ ასევე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა გერმანიაში, ხოლო ნიკა ბიძინაშვილმა და ალექსანდრე შვანგირაძემ ვერ შეძლეს მთავარ ბადეში გამარჯვების მოპოვება.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის ელჩმა ირანში, კაზემ ჯალალიმ, დაადასტურა, რომ დმიტრი მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ეს ღონისძიება 4 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს ამ ცერემონიაზე დასწრების უფლება არ აქვთ.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ მომხმარებლებს ახალ შეთავაზებას სთავაზობს. ვინც საკუთარ ნომერს „სელფის“ ქსელში დააპორტირებს, 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებს ულიმიტო ინტერნეტს, ზარებსა და SMS-ებს. შეთავაზება ასევე ითვალისწინებს ფასდაკლებებს პაკეტების შემდგომ გააქტიურებაზე.
2 ივლისი, 2026