მსოფლიო
ალექსანდრე დუგინი მიიჩნევს, რომ კიევზე ღამით მიტანილი დარტყმები დამაჯერებელი იყო და ეს ქმედებები მზარდი ინტენსივობით უნდა გაგრძელდეს. მისი აზრით, აუცილებელია დასავლეთთან სრულფასოვან ესკალაციაში შესვლა და სიმეტრიული მონაწილეობის ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარ და მოულოდნელად მოქმედება.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აპირებს, მოუწოდოს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას უკრაინაზე ახალი თავდასხმების საპასუხოდ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად უტევს მოსკოვი სამოქალაქო მოსახლეობას, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს სანქციები.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას 2024 წელს. ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და უარყოფითად აისახება გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე. ასევე, ხაზგასმულია შეშფოთება დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევების შესახებ.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
სოციალური საწარმოს „სადგურის“ ინიციატივითა და კერძო ბიზნესის, მათ შორის ლუდი „ქარვას“ პარტნიორობით, საქართველოში მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა „გაცვლა 2026“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხარდამჭერი კომპანიების მიერ გამოუსადეგარი მასალებისგან შექმნილი უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც იდეებისა და ბრენდის მესიჯების ახალ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. პროექტის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნივთის ღირებულება მისი პირველადი დანიშნულების ამოწურვით არ სრულდება და მას ახალი ფუნქციითა და მნიშვნელობით შეუძლია არსებობა.
2 ივლისი, 2026
სამართალი
სასამართლომ „ქინდერლი ჯორჯიას“ ორი დამფუძნებელი, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები, სუროგატი დედებისა და ბიოლოგიური მშობლების კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და თითოეულს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ჩინეთის მოქალაქეებისგან მოზიდული 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისეს, ნაცვლად იმისა, რომ სუროგატი დედების ხარჯები და ანაზღაურება დაეფარათ. საქმეზე 40-მდე დაზარალებულია, მათ შორის 30 სუროგატი დედა და 10 ბიოლოგიური მშობელი.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის ელჩმა ირანში, კაზემ ჯალალიმ, განაცხადა, რომ დმიტრი მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს ამ ცერემონიაზე დასწრების უფლება არ აქვთ.
2 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია NEWS.On.ge-ს დღეს დაუდასტურა. მძღოლი, რომელიც ქალია, დაკავებულია.
2 ივლისი, 2026
მსოფლიო
ექიმები ვარაუდობენ, რომ ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მძიმე სამედიცინო კრიზისი დაიწყება. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე 2295 ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე კი დაკარგულად ითვლება. სახლ-კარის გარეშე დარჩენილი ათასობით გადარჩენილი ამჟამად თავშესაფრებში ან ღია ცის ქვეშ, სუფთა წყლისა და ელემენტარული სანიტარიული პირობების გარეშე ათევს ღამეს.
2 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, შემდეგ კი ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა, თუმცა მალევე გაუჩინარდა და ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას დახმარებას სთხოვს.
2 ივლისი, 2026
სამართალი
აჭარაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, მეორეს კი პენიტენციურ დაწესებულებაში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 428 250 აშშ დოლარი, 10 100 ლარი და 400 000 სომხური დრამი.
2 ივლისი, 2026