← მთავარი
სპორტი

[ხელბურთი] ნუგეშად ერთი ფრე | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ხელბურთი] ნუგეშად ერთი ფრე | Lelo.Ge

შვედურ გეტებორგში დასასრულს მიუახლოვდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა კვირეული - ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი ჩაება. შეჯიბრებაში მონაწილეობს საქართველოს ნაკრებიც (მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელები - ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე), რომელმაც როგორც ვწერდით, B ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო: სერბეთთან - 7:24, ესპანეთთან - 15:25, ნიდერლანდებთან - 11:15 და ფარერის კუნძულებთან - 20:21.

თ მ ფ წ ბ ქ ესპანეთი 4 3 1 0 73:51 7 სერბეთი 4 3 0 1 72:49 6 ნიდერლანდები 4 2 1 1 61:57 5 ფერერები 4 1 0 3 57:74 2 საქართველო 4 0 0 4 53:85 0

ჯგუფებიდან მეოთხედფინალში გავიდნენ: ხორვატია, უნგრეთი (A), ესპანეთი, სერბეთი (B), საფრანგეთი, რუმინეთი (C), შვეიცარია, გერმანია (D). მათ მედლებისთვის განაგრძეს ბრძოლა. დანარჩენი გუნდები IX-XX ადგილებისთვის თამაშობენ.

ქართველი ხელბურთელები 1 ივლისს ისლანდიასა და ჩეხეთს დაუპირისპირდნენ.

საქართველო – ისლანდია 16:16

საქართველო: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; მარიამ დანელია (4), ნინო მუშკუდიანი (4), ლიზი კვესელავა (3), მარიამ ქათამაძე (2), ანასტასია ესართია (2), ბარბარე გამგებელი (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი

ევროპირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს ისლანდიასთან მატჩი დაძაბულად წარიმართა. მართალია, მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში მეტოქე წინ იყო, მაგრამ ჩვენმა გოგონებმა საფინალო სასტვენამდე წონასწორობის აღდგენა შეძლეს და მთელი ტურნირის განმავლობაში პირველი ქულა მოიპოვეს.

საქართველო – ჩეხეთი 9:22

საქართველო: სანიკიძე, ბერუაშვილი, კუჭაშვილი; მუშკუდიანი (3), გამგებელი (2), ქათამაძე (2), სალუქვაძე (1), ბარნაბიშვილი (1), კვესელავა, ლაგვილავა, დანელია, ნაგერვაძე, ქებურია, დვალიშვილი, ჩუბინიძე, ესართია

ჩეხმა ხელბურთელებმა აშკარად დაჯაბნეს საქართველოს ნაკრები - 13-ბურთიანი სხვაობითაც გაიმარჯვეს. 3 ივლისს, ევროპის პირველობის დასკვნით დღეს, საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა გუნდი ლიეტუვას შეხვდება.

მეოთხედფინალები: ხორვატია - რუმინეთი 25:21, ესპანეთი - გერმანია 16:22, საფრანგეთი - უნგრეთი 25:35, შვეიცარია - სერბეთი 33:19.

ნახევარფინალში ითამაშებენ: ხორვატია - გერმანია, უნგრეთი - შვეიცარია.

← მთავარი