← მთავარი
სპორტი

მეორე ქართველი პარიზში! ანდრია კვირიკაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა | Lelo.Ge

3 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
მეორე ქართველი პარიზში! ანდრია კვირიკაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა | Lelo.Ge

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი “პარიზი” ოფიციალურად ადასტურებს ანდრია კვირიკაძის ტრანსფერს. 18 წლის ნახევარმცველი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია.

ახალგაზრდა ტალანტმა გასულ სეზონში ევროასპარეზზეც გამოიჩინა თავი, როდესაც უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე კვიპროსული “ლარნაკას” წინააღმდეგ ითამაშა.

“მისი ტრანსფერი სრულად პასუხობს საფეხბურთო კლუბ “პარიზის” სურვილს, გააგრძელოს გუნდის განვითარება მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეებზე დაყრდნობით, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ კლუბის სპორტულ პროექტში. “პარიზის” სრული შემადგენლობა მიესალმება ანდრია კვირიკაძეს და დიდ წარმატებებს უსურვებს ახალ ასპარეზზე”, - ვკითხულობთ პარიზული კლუბის განაცხადებაში.

თბილისის “დინამოს” ინფორმაციით, ანდრიამ “პარიზის” მთავარ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ის მეორე ქართველი იქნება საფრანგეთის დედაქალაქის საფეხბურთო ცხოვრებაში.

← მთავარი