← მთავარი
სპორტი

"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ლეგენდარულმა ოლივერ კანმა 2026 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

“ბაიერნის” ყოფილი მეკარის თქმით, გერმანიის ნაკრებს ნიჭიერი ფეხბურთელები არ აკლია, თუმცა პრობლემა მათ თავდაჯერებასა და თვითრწმენაშია.

“გერმანიის ნაკრების სამი მწვრთნელი ერთსა და იმავე ეტაპზე დამარცხდა: იოახიმ ლიოვი, ჰანსი ფლიკი და იულიან ნაგელსმანი.

როცა სამი მწვრთნელი, განსხვავებული მიდგომებით, ერთსა და იმავე ეტაპზე მარცხდება, ესე იგი მიზეზი უფრო ღრმაა.

როცა იოზუა კიმიხი პენალტის შემსრულებელს ეძებდა, ეს იყო ამ გამოვარდნის ყველაზე გამორჩეული მომენტი.მაღალი დონის ნაკრები ასეთ მომენტში ფეხბურთელებს არ ეძებს, ისინი თავად ითხოვენ ბურთს!

გერმანიას ნიჭის პრობლემა არ აქვს… ფეხბურთელებს აკლიათ თავდაჯერებულობა, რათა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

ის, ვინც ამას არ აკეთებს, საკუთარ თავს იცავს წარუმატებლობისგან, მაგრამ ამავდროულად, კარგავენ ისტორიის შექმნის შანსს.

ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხოთ, რატომ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომებს ყოველ წელს…ნაკრებში სახეებს ვცვლით და ამას ცვლილებას ვეძახით, თუმცა ვერიდებით რეალურ კითხვას: მზად ვართ თუ არა გადავიხადოთ ის ფასი, რასაც მაღალი დონე ყოველთვის მოითხოვს?

გადამწყვეტი მომენტი არ იწყება მაშინ, როცა ნაკრების მაისურს იცვამ… ის მრავალი წლით ადრე იწყება, იმ მომენტში, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი სწავლობს, რომ პასუხისმგებლობა არ არის ის, რასაც სხვას გადასცემ, ეს არის ის, რასაც საკუთარ თავზე იღებ.

ნიჭი მსოფლიო ჩემპიონატამდე მიგიყვანს… პასუხისმგებლობა კი განსაზღვრავს, რამდენ ხანს დარჩები იქ”, - განაცხადა კანმა.

← მთავარი