← მთავარი
სპორტი

MVP-ს ტიტული კოზბისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
MVP-ს ტიტული კოზბისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, უკრაინის მიერ საქართველოს დამარცხებას (95:76) suspilne.media გამოეხმაურა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელთა 23 წლის მსუბუქმა ფორვარდმა ალექსანდრ კობზისტიმ (სიმაღლე 201 სმ) განზრახ არა, მაგრამ თამაშიდან „გამოიყვანა“ მეტოქის ლიდერი მარკის რიდი. აღნიშნულია, რომ NCAA-ს ორეგონის უნივერსიტეტის კალათბურთელმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრაში პარკეტზე გატარებულ 2:59 წუთში ქულა ვერ ჩააგდო, თუმცა სამაგიეროდ გუნდს დაეხმარა.

კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა და მოთამაშეებმა, სვიატოსლავ მიხაილიუკმა და დმიტრი სკაპინცევმა გააკეთეს.

ბაგატსკისი: „რა თქმა უნდა, იმ მომენტისთვის რიდს 18 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და გუნდის ლიდერი იყო. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი გამარჯვების მიზეზი გახდა, მაგრამ ეს დაგვეხმარა და შესაძლოა, საქმე გაგვიიოლა“.

მიხაილიუკი: „ვფიქრობ, უბრალოდ, ცოტა სხვანაირი თამაში იყო. რა თქმა უნდა, ის ლიდერია. ყველას გვესმოდა, რომ ლიდერის გარეშე დარჩნენ. ამიტომ იმ თამაშთან მისადაგება გვესაჭიროებოდა, რომელსაც მის გარეშე აჩვენებდნენ. ამას პირველი ტაიმის ბოლომდე დრო დასჭირდა. მგონია, რიდის მოედანზე დარჩენის შემთხვევაში, დაახლოებით თანაბარი თამაში იქნებოდა, მაგრამ 20 ქულით საქართველოსთან მოგება, რომელსაც ნბა-ს და ევროლიგის ტოპ-მოთამაშეები ჰყავს, ძალიან ღირებულია“.

სკაპინცევი: „ვფიქრობ, კოზბისტიმ მთლად შეგნებულად არა, მაგრამ ამით დახმარება გაგვიწია. დიახ, თავისი გაგდებით, თუმცა მოედნიდან მოიცილა მათი მთავარი გამთამაშებელი და გამარჯვებაში შეტანილი წვლილით შუძლია მატჩის MVP-ს ტიტულის პრეტენდენტი გახდეს“.

← მთავარი