სპორტი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიის ნაკრებმა ერლინგ ჰოლანის დუბლით ბრაზილიას 2:1 სძლია. "სიტის" 25 წლის ფორვარდისთვის ეს მუნდიალი სადებიუტოა და მან უკვე 7 გოლი გაიტანა, რითიც 1974 წელს პოლონელი გრეგორჟ ლატოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ ჰოლანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქის კარს მინიმუმ ერთხელ კიდევ აიღებს, ის სადებიუტო მუნდიალზე ყველაზე მეტი გოლი გამტანი ფეხბურთელი გახდება.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
1 სექტემბრიდან საქართველოში ავტომობილების ხმაურის დონეს სპეციალური აპარატებით შეამოწმებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული მოწყობილობებით განახორციელებენ შემოწმებას. დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში, მძღოლები ჯარიმებს და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას დაექვემდებარებიან.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის გაფართოებას და ივნისის თვეში დამატებით 27 ახალი სადგური დაამატა. მათ შორის 13 მაკრო და 14 მიკრო სადგური, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდა. ეს გაფართოება მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და სტაბილური ინტერნეტის უზრუნველყოფას.
6 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელსაც "ტორინოსთან" კონტრაქტი ამოეწურა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს დაემშვიდობა. მის პოსტში ერთმა მონაკვეთმა დიდი ხმაური გამოიწვია, სადაც ის აშკარად მიანიშნებს, რომ პრობლემის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობა ან სამწვრთნელო შტაბია.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბელგიის აზარტული თამაშების კომისიამ დაიწყო ედენ აზარის თანამშრომლობის შემოწმება საბუკმეიკერო კომპანია Stake-სთან. თუ გაირკვევა, რომ აზარი ბრენდის პოპულარიზაციას ეწევა ბელგიის აუდიტორიისთვის, მას იურიდიული სასჯელი ელოდება.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი „ნოტინგემიდან“. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 135 მილიონი ევრო დაჯდა, რაც მას ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს. გარიგების საბოლოო გაფორმება ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნების შემდეგ მოხდება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. ერლინგ ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა. ნორვეგია მეოთხედფინალში მექსიკასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, ხაზგასმულია შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.
6 ივლისი, 2026