← მთავარი
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] ტუხელის აღიარება | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge · lelo.ge
[მსოფლიო თასი 2026] ტუხელის აღიარება | Lelo.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (2:1) დამარცხების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა აღიარა, რომ თავისი გუნდის სასარგებლოდ თამაშის სურათის შეცვლა შესაძლებელი გახდა მისი ასისტენტის ენტონი ბარის ბრწყინვალე იდეის წყალობით, რომელიც დეკლან რაისის განაპირა მცველად გადაყვანაში მდგომარეობდა.

„ბარის ჰქონდა ბრწყინვალე იდეა, რომ დეკლანი ამ პოზიციაზე დაგვეყენებინა. ფლანგზე მისი თამაშის ხარისხმა საშუალება მისცა შეესრულებინა რთული ჩაწოდებები, რომელთა მოგერიება არ იყო იოლი.

გარდა ამისა, ის ფლანგზე ბუკაიო საკასთვის დამატებითი მხარდაჭერა გახდა. ასე რომ, მთლიანად დამსახურება ჩემს ასისტენტს ეკუთვნის“, - მოჰყავს ტუხელის სიტყვები ბრიტანულ გაზეთ The Sun-ს.

← მთავარი