საზოგადოება
დედოფლისწყაროში სქროლით გადაადგილებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ორი მოზარდი სქროლით გადაადგილდებოდა და გზაჯვარედინზე მათ ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მოზარდი მძიმედ დაშავდა და მიუხედავად გადაუდებელი ოპერაციისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 0.1%-იან ზრდას ნიშნავს. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. ერლინგ ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შემოწმება მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძვრა რუფერი მოსკოვში, კოტელნიჩესკაიას სანაპიროზე მდებარე ცნობილი „სტალინური ცათამბჯენის“ ვარსკვლავზე. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ ახალგაზრდის ვინაობა და ინციდენტის სხვა გარემოებები.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელა. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული გუნდები „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ „ნაპოლის“ 33 წლის ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. „პარტენოპეი“ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელსაც "ტორინოსთან" კონტრაქტი ამოეწურა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს დაემშვიდობა. მის პოსტში ერთმა მონაკვეთმა დიდი ხმაური გამოიწვია, სადაც ის არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველამ იცის, რატომ მოხდა ასე და ვინ არის რეალური პრობლემა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრებისა და "სპორტინგის" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბერძნული გუნდების, "პაოკისა" და "პანათინაიკოსის" ყურადღების ცენტრში მოექცა. ორივე კლუბი ფეხბურთელის იჯარით აყვანასა და შემდეგ გამოსყიდვას განიხილავს. თუმცა, ქართველ ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს და ესპანეთში დაბრუნება სურს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტი არასერიოზულია და აქციის მონაწილეებმა არ იციან, რას აპროტესტებენ. მისი თქმით, რეალური პროტესტი რაღაც ფუნდამენტზე დგას, ხოლო ოპოზიციას ეს ფუნდამენტი არ აქვს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 91:89 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ 37 ქულით და 10 მოხსნით გუნდს გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, ხოლო კორინ რიდმა 32 ქულა და 7 პასი დააგროვა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, თუმცა დამატებით დროში ქართველმა კალათბურთელებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
6 ივლისი, 2026