The Watford Observer ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - უდიდესი ალბათობით, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიის სერია A-ს ბინადარ “უდინეზეში” გააგრძელებს. ამის თაობაზე ჟურნალისტი პიტერ დრერი წერს.
როგორც შევიტყვეთ, საკითხი პრაქტიკულად დახურულია და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის იტალიაში გადასვლას წინ აღარაფერი უდგას. საქმე ისაა, რომ “უოტფორდს” და “უდინეზეს” ერთი პატრონი ჰყავს - ორივე კლუბი ჯანპაოლო პოცოს ოჯახის მფლობელობაშია.
იტალიის ჩემპიონატი სასარგებლო გამოცდილება იქნება 26 წლის ჩაკვეტაძისთვის, ვინც კარგა ხანია, იმსახურებს ტოპლიგაში თამაშს.
რაც არ უნდა ვაქოთ ჩემპიონშიფი, ფაქტი ის არის, რომ იტალიური ზეპური საფეხბურთო ლიგა ინგლისის რანგით მეორე დივიზიონზე მაღლა დგას. “უდინეზე” სახელიანი, ტრადიციული კლუბია, იქ არაერთ კარგ ფეხბურთელს უთამაშია.
იმედია, გიორგიც საკადრის კვალს დატოვებს ფრიულურ კლუბში, რომელიც კარგი ტრამპლინი შეიძლება იყოს უფრო დიდ სიმაღლეზე ასასვლელად.