← მთავარი
სპორტი

„ბარსელონამ“ კეინზე მუშაობა დაიწყო | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
„ბარსელონამ“ კეინზე მუშაობა დაიწყო | Lelo.Ge

„ბარსელონა“ სწავლობს ინგლისის ნაკრების კაპიტნის ჰარი კეინის ტრანსფერის შესაძლებლობას, - წერს გაზეთი Daily Mail.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბის წარმომადგენლები უკვე გავიდნენ კონტაქტზე ფორვარდის გარემოცვასთან, რათა განიხილონ პოტენციური გარიგება.

აღნიშნავენ, რომ კეინს კონტრაქტით ერთი წელი რჩება „ბაიერნთან“. თავად ფეხბურთელი კომფორტულად გრძნობს თავს გერმანიაში და ამ მომენტისთვის კონცენტრირებულია მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულების შესაძლო გაგრძელებაზე.

ამასთან, „ბარსელონაში“ მზად არიან გაააქტიურონ მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, თუ სატრანსფერო პირობები უფრო მისაღები გახდება.

გაზეთი ხაზს უსვამს იმას, რომ ლაპარაკია გარიგების წინასწარ შესწავლაზე და არა მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე.

ოფიციალურად: „მონაკომ“ „ბარსელონადან“ ფატი გამოისყიდა

ამასობაში, „მონაკომ“ გაააქტიურა „ბარსელონას“ ფორვარდის ანსუ ფატის გამოსყიდვის ოპცია. ესპანელ ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე, - იტყობინება მონეგასკური კლუბის პრესსამსახური.

„მონაკომ“ ფატი იჯარით 2025 წლის ზაფხულში აიყვანა. გასულ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. კატალონურ კლუბში მან ჯამში 123 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე მის აქტივშია ესპანეთის ნაკრებში 10 მატჩი და ორი გოლი.

← მთავარი