განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს

გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ამ ზაფხულს "ბეშიქთაშს" გიორგი მამარდაშვილის სახელიც დაუკავშირეს, რაც როგორც ჩანს, საბოლოოდ გამოირიცხა.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც „საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა“. მმართველი პარტია კი კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

იტალიაში დააკავეს ორი პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით

იტალიაში დააკავეს ორი პირი, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი იტალიელი აგენტია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერთან. მან ფულის სანაცვლოდ გაამჟღავნა საიდუმლო ინფორმაცია.

7 ივლისი, 2026
სპორტი

პარაგვაიში მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს და ბოდიში მოიხადეს

პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს. ქვეყნის მთავრობამ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

ულტრამემარჯვენე ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, მაგრამ ელექტრონული სამაჯურით

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს, მარინ ლე პენს, სასამართლომ ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა ელექტრონული სამაჯურით. მიუხედავად ამისა, ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ეს მისი პირველი საჯარო განცხადება იყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[ჩემპიონთა ლიგა. ფლორა-იბერია 1999] ანდრეი დემჩენკო: "გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი ფეხბურთელების უდიდესი მოტივაცია უნდა იყოს"! | Lelo.Ge

8 ივლისს, თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გუნდის მზადყოფნასა და მეტოქეზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელების უდიდესი მოტივაცია გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გახდეს.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა სამართალდამცავ ორგანოებში, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

სტუდენტი, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში დეპუტატად "აირჩიეს": ვინ არის ნათია კიკვაძე და რას წერენ მასზე აფხაზები - "ქართული გვარი მაინც არ გქონდეს, მოღალატევ"

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც ილორის №28 საარჩევნო ოლქის „დეპუტატად“ სოხუმის იურიდიული ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი, ნათია კიკვაძე დასახელდა. აღნიშნულმა პროცესმა ადგილობრივი მედიისა და საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან კიკვაძე წარმოშობით ოჩამჩირიდან არის და მასზე საჯარო ინფორმაცია მწირია. აფხაზური საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს მის „გაპარლამენტარებას“ და მას „მოღალატეს“ უწოდებს.

7 ივლისი, 2026