მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ეროვნული გუნდის გამოვარდნის შემდეგ, 41 წლის რონალდომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა.
„ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაყვეტილებას არ ვიღებ. არ მინდა ყურადღება ტურნირზე ნაკრების თამაშიდან ჩემს რაღაც პირად გადაწყვეტილებებზე გადავიტანო.
მარტინესთან ერთად მუშაობა ძალიან მომეწონა. შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია. იმის გამო, რაც პორტუგალიისთვის გაკეთა, შექებას იმსახურებს. ბევრი ამას არ აფასებს, მაგრამ ადრე პორტუგალიას არაფერი მოუგია, უკანასკნელ ხანს კი ტიტულების მოპოვება დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო.
ჟორჟე ჟეზუში? ახლა იმაზე ლაპარაკის დრო არ არის, ვინ იქნება ნაკრების მომავალი მწვრთნელი. ამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იღებს“, - განუცხადა რონალდომ „რეკორდს“.