სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება მიღებული იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აღარ მოიცავს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ არცერთ რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციას.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ 6 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით კი დაშავდა. დაბომბვის შედეგად ქალაქის ოთხი რაიონი დაზიანდა, განსაკუთრებით მძიმედ პოდოლსკის რაიონი.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა, სადაც 7-8 ივლისს დაგეგმილ NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება, რომლებიც უკრაინის დაცვას, თავდაცვის შესაძლებლობებს და უსაფრთხოების თანამშრომლობას გააძლიერებს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან დრონებთან და თავდაცვის სფეროს სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ახალი შეთანხმებების გაფორმებას ელოდება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
8 ივლისს, თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გუნდის მზადყოფნასა და მეტოქეზე ისაუბრა. მისი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი ქართველი ფეხბურთელების განსაკუთრებული მოტივაცია უნდა იყოს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, ლაშა სუხიშვილმა, განმარტა, თუ რატომ დაიტბორა თბილისი 6 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად. მისი თქმით, ეს არის ურბანული წყალდიდობა, რომელიც გამოწვეულია ქალაქში წყალგაუმტარი ზედაპირების, კერძოდ ასფალტის, სიმრავლით. ბუნებრივი ნიადაგის ნაცვლად, რომელიც წყლის ჩაჟონვას უზრუნველყოფს, ქალაქში წყალი ზედაპირზე რჩება და წყალდიდობას იწვევს.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 6 ივლისს ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ღონისძიებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ მოწვეული პირველი საერთაშორისო პლატფორმაა, ყველა წევრი სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, „საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და ხელოვნური ინტელექტის მმართველობისადმი საერთო მიდგომების შექმნის მიზნით“.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვანდერლეი ლუშემბურგომ, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის წარუმატებლობაზე ისაუბრა და კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა. მისი აზრით, ანჩელოტიმ შეცდომები დაუშვა, რამაც ნაკრებს გამარჯვების შანსი წაართვა. ლუშემბურგომ აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მწვრთნელის შემთხვევაში პრესა მას გაანადგურებდა, თუმცა უცხოელ მწვრთნელებს მიმართ, როგორც წესი, უფრო მეტ მოთმინებას იჩენენ.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46 ადამიანი, რომელთაგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ 6 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მძიმედ დაზიანდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
8 ივლისს, თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გუნდის მზადყოფნასა და მეტოქეზე ისაუბრა. მისი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი ქართველი ფეხბურთელების უდიდესი მოტივაცია უნდა იყოს.
7 ივლისი, 2026