სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტზე (ROC) დაწესებული შეზღუდვა, რაც მის საქმიანობას დროებით კრძალავდა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის ანალიზის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ROC აღარ მოიცავს უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ რეგიონულ ორგანიზაციებს.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
8 ივლისს, თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გუნდის მზადყოფნასა და მეტოქეზე ისაუბრა. მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი ქართველი ფეხბურთელების განსაკუთრებული მოტივაცია უნდა იყოს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის ბრაზილიელ შეყვარებულს, სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. როგორც კადრებში ჩანს წყვილი ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში დაინიშნა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი აგრძელებს ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის განათლებისა და აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას. ბანკი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის, რომლებიც მოსწავლეებს 2000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და STEM კუთხით უზრუნველყოფს. რიგით 29-ე იდეათეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Monarch Hotel-თან თანამშრომლობით გაიხსნა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის მერვედფინალურ მატჩში არგენტინამ ეგვიპტესთან ორი ბურთის სხვაობით მარცხის შემდეგ დიდი შემოტრიალება მოახდინა და 3:2 გაიმარჯვა. ლიონელ მესიმ, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტი გააფუჭა, გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდს გამარჯვებისკენ უხელმძღვანელა. გადამწყვეტი გოლი ენცო ფერნანდესმა გაიტანა.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შორ მანძილზე მიტანილი იერიში ომში, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება. ქარხნის გაჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის უმსხვილესი მწარმოებელია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს საწვავის დეფიციტს ქვეყნის მასშტაბით.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც სილქნეტმა დააფუძნა, ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უწევს დახმარებას. იანვრიდან დღემდე ფონდმა 60-მდე ბენეფიციარს გაუწია დახმარება, მათ შორის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და პროფესიული გადამზადება. 2026 წელს ფონდში შემოწირულობებმა 561 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 280 000 ლარი ბოლო ექვს თვეში 58 ბენეფიციარს მოხმარდა.
7 ივლისი, 2026