← მთავარი
სპორტი

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

8 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - იქამდე უელსთან (24:25) და სამხრეთ აფრიკასთან (5:33) დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.

თბილისი . “ავჭალა”

საქართველო - ურუგვაი 56:3

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

← მთავარი