საზოგადოება
კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება
დღეიდან 9 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კახეთში საფრთხის დონე მაღალი იქნება.
6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო).