სპორტი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა თავის ბრაზილიელ შეყვარებულს, სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. წყვილი რიო-დე-ჟანეიროში დაინიშნა, რის შესახებაც ფოტოები ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. სანდრა და გიორგი წლებია ერთად არიან და ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და ნაკრების თამაშებსაც ესწრება.
7 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს. ქვეყნის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას. პარაგვაელმა დეპუტატმა ჯოანა ორტეგამ ამარილიას ნათქვამის გამო ფრანგ ხალხს ბოდიში მოუხადა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება მიღებული იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აღარ მოიცავს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ არცერთ რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციას.
7 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაბომბვიდან თითქმის 20 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ სოხუმში განას რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ხინთბამ, განას რესპუბლიკა ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოდ შეაფასა. ვიზიტის ფარგლებში, სოხუმი განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს, დაუძმობილდა.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ 6 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაბომბვიდან თითქმის 20 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. თავდასხმის შედეგად ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა ნგრევა და დაზიანებები, ყველაზე მეტად კი პოდოლსკის რაიონი დაზარალდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვანდერლეი ლუშემბურგომ, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის წარუმატებლობაზე ისაუბრა და კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა. მისი აზრით, იტალიელმა მწვრთნელმა შეცდომები დაუშვა, რამაც გუნდს გამარჯვების შანსი წაართვა. ლუშემბურგო მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი მწვრთნელის შემთხვევაში პრესა გაცილებით მკაცრი იქნებოდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის ბრაზილიელ შეყვარებულს, სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. წყვილი ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში დაინიშნა. ფოტოებს ინსტაგრამზე გიორგი ქოჩორაშვილი აქვეყნებს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს. ქვეყნის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას. პარაგვაელმა დეპუტატმა ჯოანა ორტეგამ ამარილიას ნათქვამის გამო ფრანგ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სპორტში რასიზმის ადგილი არ არის.
7 ივლისი, 2026