პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც „საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა“. მმართველი პარტია კი კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გადაცემა დროებით შეაჩერა და ეთერში განცხადება გაუშვა ტექსტით: "საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. მიუხედავად ამისა, ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით". ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა და უნგრეთის საზოგადოებრივ მედიაში პროპაგანდისტული მაუწყებლობა საბოლოოდ დასრულდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ფეხბურთის კლუბ "იბერია 1999-ის" მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურს შორის კონფლიქტი მოხდა. მწვრთნელის თქმით, ეს იყო სამუშაო პროცესი, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება უარყო. ღუდუშაური გუნდიდან მოკვეთილია.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. უსაფრთხოების მიზნით, მგზავრებს შენობის დატოვება სთხოვეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და არ სურს, რომ ტურნირზე ნაკრების თამაშის ნაცვლად მის პირად გადაწყვეტილებებზე გადავიდეს ყურადღება. რონალდომ ასევე შეაქო მწვრთნელი მარტინეში და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა. მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე დროებით დაიკეტა, სამი რეისი კი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. აეროპორტის მართველი კომპანია „ტავის“ განცხადებით, პრობლემა დროებითია და მგზავრები შენობიდან ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელით გამოდიან.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტორი "ვასკო და გამას" აღზრდილია და პროფესიული კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ კლუბში უთამაშია.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტორი "ვასკო და გამას" აღზრდილია და პროფესიული კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ კლუბში უთამაშია.
7 ივლისი, 2026