სპორტი
შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
ავტორიტეტული RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მა “მონაკოს” 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან საბოლოოდ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.
“პარკ დე ფრანსის” ბინადრები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით, 50 მილიონ ევროს გადაიხდიან და მას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
მაგნესმა პსჟ-ის ხელმძღვანელობის სერიოზული ყურადღება ლიგა 1-ის ბოლო გათამაშებაში კარგი თამაშის შემდეგ მიიპყრო. მან ჩემპიონატის 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.