სპორტი
გორის "დილამ" 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ნიენეტუს კარიერა "როსენბორგის" აკადემიაში აქვს დაწყებული და შეუძლია თამაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაის სენატორმა, სელესტა ამარილიამ, ფრანგ ფეხბურთელ კილიან მბაპეს მორიგი პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაის მთავრობამ მბაპესადმი გაკეთებული მისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, ამარილია კვლავ მოითხოვს მბაპესგან ბოდიშის მოხდას და მას საკუთარ განცხადებებზე დაფიქრებას ურჩევს.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს. მას უტარდება ინტენსიური კვლევები, რის შემდეგაც საბოლოო მკურნალობის მეთოდები გადაწყდება. ხოშტარია აპირებს ციხეში დაბრუნებას და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გათავისუფლებას.
8 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და სასჯელი 11.5 წლიდან 17 წლამდე გაზარდა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი მის აღმასრულებელ მდივნად მოიაზრება. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციამ ფიფა-ში შეიტანა საჩივარი არგენტინასთან წაგებულ მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებების გამო. ეგვიპტელები მიიჩნევენ, რომ არგენტინელთა მესამე გოლამდე მათ კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო და მოითხოვენ სამსაჯო ბრიგადის დისკვალიფიკაციას. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა განაცხადა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო და მარკეტინგულმა ფაქტორებმა გადაწყვიტა შედეგი.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (268 მილიონ ევროს) გამოყოფს. თანხა, სხვა საჭიროებებთან ერთად, „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემის შესაძენად დაიხარჯება. ნორვეგიის მთავრობის განმარტებით, ვინაიდან „პატრიოტის“ რაკეტების ნაწილის მიწოდებას დიდი დრო სჭირდება, ნორვეგია მათ იმ ქვეყნებისგან შეისყიდის, რომლებსაც ეს შეიარაღება უკვე აქვთ, რათა უკრაინამ დახმარება დროულად მიიღოს.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია იწყებს ძირეულ და სისტემურ რეფორმებს, რათა ქვეყანაში დიქტატურის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაიმართოს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. კონტრაქტის გამო, პარიზულ კლუბს ესპანელი ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულში აწყობს, რათა შემდეგ უფასოდ არ დაკარგოს. „ბლანკოსი“ პსჟ-ს რუისში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც იმის ალბათობას ზრდის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ სეზონში თანაგუნდელი აღარ ეყოლება.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
8 ივლისი, 2026