სპორტი
რაგბი. ტრანსფერი] გიორგი ტურაშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა | Lelo.Ge
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს.
ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.
ტურაშვილი გუშინ ურუგვაისთან მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში თადარიგში იყო და თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.
„კასტრმა“, სადაც ქართველი შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა თამაშობს, გასულ სეზონში 55 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.