← მთავარი
სპორტი

[რაგბი] "შავ ლომში" მატებაა... | Lelo.Ge

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[რაგბი]

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა.

ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია. უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.

ნარსიამ ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ურუგვაის სამი ლელო გაუტანა და, ზოგადად, გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული, მნიშვნელოვანი ფიგურაა.

← მთავარი