სპორტი
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
არაა გამორიცხული პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი „რეალში“ გადაბარგდეს, - იტყობინება Fichajes-ი.
საქმე იმაშია, რომ ფაბიან რუისს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და იმისათვის, რათა შემდეგ უფასოდ არ წავიდეს, შეიძლება ახლავე გაყიდონ.
გამოცემის მტკიცებით, „ბლანკოსი“ „პარი სენ ჟერმენს“ ესპანელში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. ასე რომ, არსებობს იმის ალბათობა, მან მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად არ ითამაშოს.
ფაბიან რუისი „ნაპოლიდან“ პსჟ-ში 2022 წელს გადავიდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 30 მილიონია.