სპორტი
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე გუშინ მთავარი ამბავი მხოლოდ მატჩები არ ყოფილა. ტურნირის ყურადღების ცენტრში ლეგენდარული როჯერ ფედერერი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ქმედებით გულშემატკივრები აღაფრთოვანა.
შვეიცარიელი ლეგენდა, რომელიც 2022 წელს პროფესიონალურ ჩოგბურთს დაემშვიდობა, ლონდონში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. რვაგზის უიმბლდონის ჩემპიონი ტურნირს სამეფო ლოჟიდან ადევნებდა თვალს.
ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც დღის ბოლოს სამეფო ლოჟაში თითქმის აღარავინ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სტუმრებმა დატოვეს ადგილი, ფედერერი ბოლომდე დარჩა და ცენტრალურ კორტზე მიმდინარე შეხვედრას უყურებდა.
ცნობისთვის, ფედერერს უიმბლდონის ტურნირი 8-ჯერ აქვს მოგებული, რაც მამაკაცთა შორის აბსოლუტური რეკორდია.