სპორტი
[მსოფლიო თასი 2026] ფრანგების გასახდელში სიმშვიდე არის! რას ითხოვს პსჟ-ის ვარსკვლავი? | Lelo.Ge
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრები მაროკოსთან გამართავს, დიდიე დეშამის გაწვრთნილი გუნდის გასახდელში ყველაფერი რიგზე ვერ არის.
როგორც Get French Football News გვატყობინებს, “პარი სენ-ჟერმენის” უნივერსალი, უორენ ზაირ-ემერი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ეროვნულ გუნდში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა. საფეხბურთო ექსპერტები ზაირ-ემერის ამ კონკრეტულ მომენტში ნახევარდაცვის ცენტრში მოიაზრებენ, დეშამის ფავორიტები კი ადრიენ რაბიო და მანუ კონე არიან.
შეგახსენებთ, რომ ზაირ-ემერიმ “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ასევე, გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.