სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულ ემინ ალიევს, სავარაუდოდ, ქალის ნათესავს, ბრალი 25 ივნისს თბილისში მომხდარი მკვლელობისთვის წარუდგინეს, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ ჩაიდინა. ალიევი, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
იტალიის კომოს ტბის სანაპიროზე მდებარე ვარენას სოფელში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც კრძალავს ქუჩებში შიშველი მკერდით ან მხოლოდ საცურაო კოსტიუმით გადაადგილებას. წესების დამრღვევებს 50-დან 200 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ. ეს გადაწყვეტილება ტურისტების მზარდმა ნაკადმა განაპირობა, რამაც ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია ძირეულ რეფორმებს იწყებს და მიზნად ისახავს ახალი, ახალგაზრდული და სახალხო მოძრაობის შექმნას.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
The occupied Sukhumi has entered into an agreement to establish "twin city" relations with the municipality of Sohumi in the Republic of Ghana. The agreement was signed by the de facto mayor of Sukhumi, Temur Agrba, and the king of the Ghanaian city of Sohumi, Borimo Amoako Darko. The Ghanaian delegation stated that their visit aims to present their country's economic, investment, and agricultural potential.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მორიგი მცდელობა დაიწყო საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა. ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და ის პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს. აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ირანის დენუკლეარიზაციას.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში, 16 ბავშვი გადაარჩინეს, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში უკიდურესად მძიმე პირობებში, ოთახში იყვნენ გამოკეტილები. ბავშვების ნაწილს ლაპარაკის უნარი არ აქვს, რამდენიმე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს.
8 ივლისი, 2026