← მთავარი
სპორტი

[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა გასვლაზე „ფლორა“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრები ბედოშვილის პასით ნაჭყებიამ დააწინაურა, ცოტა ხანში კი პენალტით ჯინჯოლავამ უპირატესობა გაზარდა. შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. 37-ე წუთზე სიხარულიშვილის გოლი ხელით თამაშის გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მე-60 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ესტონური გუნდის მცველი კოლო გააძევა და კაცნაკლულმა „ფლორამ“ თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ქარდავამ მალე მეტოქის კარი დალაშქრა და „იბერია 1999“-ს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს თბილისში გაიმართება. “ფლორას” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, “იბერია 1999” მომდევნო ეტაპზე “სლოვანს” შეხვდება.

ტალინი. „ა. ლე კოქ არენა“

ფლორა - იბერია 1999 2:3

გოლები: 0:1 ნაჭყებია (18), 0:2 ჯინჯოლავა (20, პენ),1:2 კრეიდა (28), 2:2 ალამაა (76), 2:3 ქარდავა (75)

გაძევება: კოლო (60, ფლორა)

იბერია: მაკარიძე, ზოჰური (ქობულაძე 86), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლია, ქარდავა, დადიანი, ბართიშვილი (კულიევი 81), ბედოშვილი (კუცია 71), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ჩიხრაძე 80)

← მთავარი