„არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, FOX Sports-ის ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან მატჩში, არგენტინელი ლეო მესის თამაში შეაფასა:
„პირველ რიგში შეხედეთ, ის როგორ ტირის. ეს აჩვენებს, რამდენს ნიშნავს მისთვის გუნდი. თავიდან გვახსენებს, რომ უბრალოდ ადამიანია - მუნდიალებზე 8 პენალტიდან 4 ვერ გამოიყენა… შემდეგ კი ისევ გვიმტკიცებს, რომ უბრალოდ ადამიანი არ არის.
ლეოსთან ერთად „ბარსელონაში“ ვთამაშობდი და ვიცი, ასეთი რამ ემართება… ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს, თორემ ხომ ხედავთ, მაშინ რა ხდება. ამას პირადად ვხედავდი ვარჯიშებზე: ხანდახან ორმხრივი თამაშისას ერთ-ერთი მწვრთნელი უხეშობას არ აფიქსირებდა ან ბურთი მოედნის მიღმა გადადიოდა და მეტოქე ამით სარგებლობდა. ლეო ჯარიმის ან აუტის დაფიქსირებას ითხოვდა, მწვრთნელი კი ეუბნებოდა, რომ არ ეწუწუნა, რადგან მსგავსი რამ მატჩებისას ხდებოდა.
ამის შემდეგ მესი ჰეთ-თრიკს ასრულებდა, მწვრთნელს მოუბრუნდებოდა და ეუბნებოდა: „მომავალში ჯარიმა დააფიქსირეთ“. ის უბრალოდ შეუჩერებელია.
როდესაც ასე შემართულია, მისი შეჩერება ძალიან ძნელია. ვთქვათ სიმართლე: ეს ბიჭი ყოველთვის არ მუშაობდა, მაგრამ როდესაც გუნდს მისი დახმარება სჭირდება, საქმეში ჩაერთვება, ბურთს დაეუფლება და თამაშის მიმდინარეობის შესაცვლელად ყველას მოტყუებას იწყებს“.