← მთავარი
სპორტი

რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია

8 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ მსოფლიო ფეხბურთში რონალდოს როლზე ისაუბრა.

„ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლო და კრიშტიანო რონალდოს ყველაფერ იმისათვის მადლობა გადავუხადო, რაც გააკეთა. ის მესის, მარადონას, ნეიმარის და რონალდინიოს ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია.

ათასი გოლის გატანასთან ახლოსაა, ამისათვის 24 გოლი სჭირდება. სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა პელესთან, მესისთან, მარადონასთან, რომარიოსთან და რონალდოსთან ერთ დონეზეა“, - განაცხადა მან Romário TV-ს ვიდეოში.

← მთავარი