სპორტი
ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციამ ფიფა-ში შეიტანა საჩივარი საფრანგეთთან მატჩის მსაჯობასთან დაკავშირებით. ეგვიპტელები მიიჩნევენ, რომ არგენტინელთა მესამე გოლამდე მათ კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო და მოითხოვენ სამსაჯო ბრიგადის დისკვალიფიკაციას. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა განაცხადა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო და მარკეტინგულმა ფაქტორებმა გადაწყვიტა შედეგი.
9 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში მიმდინარე 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ქინქლაძემ, 65 კგ წონით კატეგორიაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ატაცში 120 კგ დაძლია, აკვრაში კი 144 კგ ასწია. ქინქლაძემ ამ შედეგებით საქართველოს რეკორდებიც დაამყარა.
9 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, FOX Sports-ის ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან მატჩში, არგენტინელი ლეო მესის თამაში შეაფასა. ანრის თქმით, მესი ადამიანი არ არის და როდესაც ის შემართულია, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს - MLS-ი და საუდის არაბეთის პროლიგა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი ფეხბურთელი. სალაჰმა "ლივერპულში" ცხრა სეზონი გაატარა და მრავალი ტიტული მოიგო.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ კრიშტიანო რონალდოს როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რონალდო მესის, მარადონას, ნეიმარის და რონალდინიოს ტალანტით არ დაბადებულა, თუმცა მონსტრია და პელეს, მესის, მარადონას, რომარიოსა და რონალდოსთან ერთ დონეზეა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა განსაკუთრებული ჟესტით გულშემატკივრები აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ სამეფო ლოჟაში თითქმის აღარავინ დარჩა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ბოლომდე დარჩა და ცენტრალურ კორტზე მიმდინარე შეხვედრას უყურებდა.
9 ივლისი, 2026