სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ფრანგული მედიის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრები მაროკოსთან გამართავს, გუნდის გასახდელში პრობლემებია. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, უორენ ზაირ-ემერი უკმაყოფილოა ნაკრებში სათამაშო დროის სიმცირით.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილამ“ 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ნიენეტუ კარიერას ნორვეგიის ტიტულოვან კლუბ „როსენბორგის“ აკადემიაში იწყებდა და შეუძლია თამაში როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშების მიტანა დაიწყეს. მიზანია ირანის შესაძლებლობის შესუსტება, საფრთხე შეუქმნას ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში. CENTCOM-ის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს პასუხს აგებინებს საერთაშორისო მნიშვნელობის საზღვაო გზაზე განხორციელებული თავდასხმებისთვის.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იუწყება, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები დაიწყეს. მიზანია ირანის შესაძლებლობების შესუსტება, რათა მან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებას საფრთხე არ შეუქმნას. CENTCOM-ის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს პასუხს აგებინებს საერთაშორისო მნიშვნელობის საზღვაო გზაზე განხორციელებული თავდასხმებისა და აგრესიისთვის.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშების მიტანა დაიწყეს. მიზანია ირანის შესაძლებლობის შესუსტება, რათა მან საფრთხე არ შეუქმნას ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში. CENTCOM-ის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს პასუხს აგებინებს საერთაშორისო მნიშვნელობის ამ სასიცოცხლო საზღვაო გზაზე კომერციულ გემებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებზე განხორციელებული ბოლოდროინდელი გაუმართლებელი თავდასხმებისა და აგრესიისთვის.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სუმგაითში „ზირას“ ესტუმრა და მტკივნეული მარცხი განიცადა - 0:3. აზერბაიჯანულმა გუნდმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა, ხოლო 32-ე წუთზე რუან რენატომ თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. მეორე ტაიმში „ზირამ“ სხვაობა ორამდე გაზარდა დავით ვოლკოვის გოლით, ხოლო მესამე გოლი რენატომ პენალტით გაიტანა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება მისი აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
9 ივლისი, 2026