სპორტი
„არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, FOX Sports-ის ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან მატჩში, არგენტინელი ლეო მესის თამაში შეაფასა. ანრის თქმით, მესი უბრალოდ ადამიანი არ არის და როდესაც მასში „მხეცი“ აღვიძებს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით, N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს: MLS-ი ან საუდის არაბეთის პროლიგა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბსა და ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი ფეხბურთელი. სალაჰმა "ლივერპულში" ცხრა სეზონი გაატარა და მრავალი ტიტული მოიგო.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რონალდო მესის, მარადონას, ნეიმარის და რონალდინიოს ტალანტით არ დაბადებულა, თუმცა მონსტრია და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი განსაკუთრებული სტუმრობით იმყოფებოდა. მან საკუთარი ჟესტით გულშემატკივრები აღაფრთოვანა, როდესაც ტურნირის დასრულების შემდეგაც კი, სამეფო ლოჟაში დარჩა და მატჩს ადევნებდა თვალს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გორის "დილამ" 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ნიენეტუს კარიერა "როსენბორგის" აკადემიაში აქვს დაწყებული და შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად, ასევე შეტევის ფლანგებზე.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ „ზირასთან“ დამარცხდა. ანგარიში 3:0 დაფიქსირდა. მატჩი სუმგაითში გაიმართა. „ზირას“ რიგებში გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი გამოირჩეოდნენ. „ტორპედომ“ მატჩი უფერული დაცვითი ფეხბურთით დაიწყო და მიზნის მიღწევას კონტრშეტევებზე ცდილობდა.
9 ივლისი, 2026