სპორტი
მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს: MLS-ი და საუდის არაბეთის პროლიგა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბსა და ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი ფეხბურთელი. სალაჰმა "ლივერპულში" ცხრა სეზონი გაატარა და მრავალი ტიტული მოიგო.
9 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა განსაკუთრებული ჟესტით გულშემატკივრები აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ სამეფო ლოჟაში თითქმის აღარავინ დარჩა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ბოლომდე დარჩა და ცენტრალურ კორტზე მიმდინარე შეხვედრას უყურებდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ფრანგული მედიის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრები მაროკოსთან გამართავს, გუნდის გასახდელში პრობლემებია. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, უორენ ზაირ-ემერი უკმაყოფილოა, რადგან ეროვნულ გუნდში საკმარის სათამაშო დროს არ იღებს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. „ბლანკოსი“ პარიზულ კლუბს ესპანელში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ფაბიან რუისმა მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად არ ითამაშოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გორის "დილამ" 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ნიენეტუს კარიერა "როსენბორგის" აკადემიაში აქვს დაწყებული და შეუძლია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე და შეტევის ორივე ფლანგზე თამაში.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, ფართოდ გაუხსნის კარს ახალ წევრებსაც. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს საბჭო ახალი პარტიის მშენებლობითა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური გარდაქმნით დაკავდება.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა და ყოფილმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ არის მიწვეული ნატოს ყოველწლიურ სამიტზე. მათი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დემოკრატიული უკუსვლის შედეგი და ქვეყანა ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით იდევნება. მმართველი პარტია კი ამ კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
9 ივლისი, 2026