განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

რაგბი. ტრანსფერი] გიორგი ტურაშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა | Lelo.Ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა

გორის „დილამ“ 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ნიენეტუს კარიერა „როსენბორგის“ აკადემიაში აქვს დაწყებული და ძირითადად ნორვეგიის ჩემპიონატში უთამაშია. მას შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად, ასევე შემტევის ორივე ფლანგზე.

9 ივლისი, 2026
საზოგადოება

ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 სამარშრუტო ხაზზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, ფართოდ გაუხსნის კარს სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია იწყებს ძირეულ და სისტემურ რეფორმებს, რათა ქვეყანაში დიქტატურის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაიმართოს.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც „საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა“. მმართველი პარტია კი კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.

9 ივლისი, 2026
საზოგადოება

9 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი გვთავაზობს შინაგანი ძალების მობილიზებას და ნებისყოფის გამოვლენას, რაც დაგვეხმარება დაწყებული საქმეების დასრულებაში. პლანეტების განლაგება ხელს უწყობს პრაქტიკულობასა და ილუზიებისგან გათავისუფლებას, რათა რეალური პერსპექტივები დავინახოთ. რეკომენდებულია ემოციების კონტროლი და იმპულსური პროვოკაციებისგან თავის არიდება, რათა ფინანსური ანალიზი და პირადი სივრცის ორგანიზება წარმატებით განხორციელდეს.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსთვის ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანასთან დადებული მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაა, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

9 ივლისი, 2026
სპორტი

რამუში, ონომა და მონტეირუ თბილისის "დინამოდან" წავიდნენ | Lelo.Ge

თბილისის "დინამო" დატოვეს პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა - როდრიგო რამუშმა და რუი მონტეირუმ, ასევე, ინგლისელმა ჯოშუა ონომამ. ონომა ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი იყო და სხვადასხვა დროს "ტოტენჰემში", "ასტონ ვილასა" და "ფულჰემში" უთამაშია. მონტეირუ "პორტუს" აკადემიის აღზრდილია და "დინამოს" შეუერთდა პორტუგალიური გრანდის მეორე გუნდიდან.

9 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. U20] ჩემპიონობისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი დადგა | Lelo.Ge

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს. გუნდი ქუთაისში გადაინაცვლებს და იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

9 ივლისი, 2026